კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია
 
ფაკიური თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია
 
ოპერაცია BIOPTICS
 
სიელმე და ამბლიოპია
 
დიაბეტური რეტინოპათია
 
ასაკობრივი მაკულოდისტროფია
 

 

როგორ ვუმკურნალოთ მშრალი თვალის სინდრომს?

მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ. ეს პრეპარატები სხვადასხვა სიბლანტისაა და თვალს გარკვეული დროის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. მათი გამოყენება ადამიანს ხანგრძლივად უხდება.

თუ სიმშრალე გამოხატულია, თვალიდან ცრემლის გადინების შესამცირებლად საცრემლე წერტილებში სპეციალურ საცობებს ათავსებენ. ლაკრიმალური საცობების იმპლანტაცია სრულიად უმტკივნეულო, უსაფრთხო და კოსმეტიკურად შეუმჩნეველია.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ცრემლის პრეპარატები?

  • ხელოვნური ცრემლის პრეპარატემის ჩაწვეთება საჭიროა ხანგრძლივად და ინტენსიურად. მნიშვნელოვანია თვალის წვეთების ხშირი ჩაწვეთება დღის განმავლობაში (4–6 ჯერ დღეში, შესაძლებელია მეტჯერაც). 
 
როგორ ხდება ლაკრიმალური საცობების იმპლანტაცია?

იმ შემთხვევაში როცა პაციენტს ავიწყდება ან არ აქვს შესაძლებლობა დღის განმავლობაში ხშირად ჩაიწვეთოს ნატურალური ცრემლის შემცვლელი წვეთები, რეკომენდებულია "მშრალი თვალის" ქირურგიული მკურნალობა ანუ ქვედა საცრემლე წერტილებში ბიოშეთავსებადი მასალისგან დამზადებული ლაკრიმალური საცობების იმპლანტაცია, რაც მას საშუალებას მისცემს შეწყვიტოს ან შემციროს წვეთების ჩაწვეთების სიხშირე.

ჩვულებრივ ცრემლი ქვედა საცრემლე წერტილიდან ცხვირ–ცრემლის არხის გავლით თვალიდან ცხვირისკენ გაედინება. ლაკრიმალური საცობების ქვედა საცრემლე წერტილების ნაწილობრივი დახშობით ცრემლი ნაკლები რაოდენობით გადავა ცხვირში, შესაბამისად უფრო დიდხანს დარჩება თვალში და თვალიც მეტად დატენიანებული იქნება.

საცობების იმპლანტაცია წარმოადგენს უმტკივნეულო პროცედურას, რომლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე წუთია (5წთ). ლოკალური ანესთეზიის ფონზე ქირურგის მიერ ხდება ქვედა საცრემლე წერტილებში საცობების იმპლანტაცია. 

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს „მშრალი თვალის“ ქირურგიულ მკურნალობას?

ლაკრიმალური საცობების იმპლანტაციის შემდეგ გართულებების განვითარების რისკი ძალიან მცირეა. აღნიშნული მანიპულაციის შედეგად, ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს საცრემლე გზების ანთება, საცობის ამოვარდნა, უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს და/ან ლორწოვანი გარსის შეშუპება.

ლაკრიმალური საცობების იმპლანტაცია უზრუნველყოფს პაციენტისთვის მეტ კომფორტს და თვალის ზედაპირის  სიჯანსაღეს. 

გისურვებთ წარმატებას მკურნალობაში !