კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია
 
ფაკიური თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია
 
ოპერაცია BIOPTICS
 
სიელმე და ამბლიოპია
 
დიაბეტური რეტინოპათია
 
ასაკობრივი მაკულოდისტროფია
 

 

როგორ ვუმკურნალოთ კერატოკონუსს?

კლინიკა „ახალ მზერას“ გააჩნია კერატოკონუსის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის ხანგრძლივი გამოცდილება (2003 წლიდან).

კერატოკონუსუსის საწყის სტადიაზე, დაავადების პროგრესირების შენელების/შეჩერების მეთოდებს მიეკუთვნება:

  • რქოვანა გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება, ე.წ. ქროს–ლინქინგი (CCL)
  • რქოვანა გარსის ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია (ISCRS)

ზოგ შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ხდება ზემოთ აღნიშნული მეთოდების კომბინაცია. პირველ ეტაპზე ტარდება ISCRS იმპლანტაცია, შემდეგ კი რქოვანას დასხივება CCL.

დაავადების ბოლო, IV სტადიაში, როცა რქოვანა მნიშვნელოვნად გათხელებულია (< 400 μ) და არსებობს მისი პერფორაციის საშიშროება მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს რქოვანა გარსის გადანერგვა, ანუ კერატოპლასტიკა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კერატოკონუსის დროულ დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მყარი კონტაქტური ლინზები არ მიეკუთვნება მკურნალობის და დაავადების პროგრესირების შეფერხების მეთოდს. მისი საშუალებით, კერატოკონუსის დროს, შესაძლებელია მხოლოდ მხედველობის კორექცია.

როგორ კეთდება რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია (ISCRS)?

პირველად, საქართველოში ISCRS იმპლანტაცია ჩატარადა კლინიკა „ახალ მზერაში“ 2003 წელს. 

რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია დაავადების პროგრესირების შეფერხების და ერთეულ შემთხვევებში მხედველობის სიმახვილის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით წარმოადგენს კერატოკონუსის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს. რქოვანას სისქე უნდა იყოს 400 μ–ზე მეტი.

ISCRS იმპლანტაცია ხორციელდება ქირურგის მიერ თვალის ადგილობრივი წვეთოვანი ანესთეზიის ფონზე 10–15 წუთში. ერთ თვალში საჭიროების მიხედვით შესაძლოა ერთი ან ორი რკალის იმპლანტაცია. რკალების ზომების და რაოდენობის განსაზღვრა ხდება სპეციალური ნომოგრამის მიხედვით. ოპერაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია 30 წუთში წავიდეს სახლში და რამოდენიმე დღეში დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ საქმიანობას.  

ოპერაციის ძირითად მიზანს მიეკუთვნება:

  • რქოვანა გარსის მექანიკურად გამაგრება და გაბრტყელება
  • კერატოკონუსის პროგრესირების შენელება და/ან სრული შეჩერება

რქოვანას ფორმის სტაბილიზირება პირველ თვეში აღინიშნება. მხედველობის გაუმჯობესება ხდება თვალის თავდაპირველი მდგომარეობის შესაბამისად. 

შესაძლებელია თუ არა რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია ერთდროულად ორივე თვალზე?

ISCRS იმპლანტაცია შესაძლებელია გაკეთდეს ორივე თვალზე ერთდროულად.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაციას (ISCRS)?

ISCRS იმპლანტაციას შესაძლოა თან დაერთოს სხვადასხვა სახის გართულებები: რქოვანას ბაქტერიული და/ან ვირუსული ანთება, რქოვანას გახვრეტა (პერფორაცია), ჩანერგილი რკალის გადაადგილება, ჩანერგილი რკალის რქოვანას სისქიდან გამოძევება/გამოვარდნა (ექტრუზია), უფრო ხშირად მაშინ, როცა რქოვანა ძალიან თხელია.

აღნიშნული გართულებების განვითარების რისკი 0.1 %–ია, რომელთა დროულად გამოვლენისას შესაძლოა შესაბამისი კონსერვატიული და განმეორებითი ქირურგიული მკურნალობის ჩატარება. ზოგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ჩანერგული რკალის ამოღება და შემდგომ შესაძლებელია გაკეთდეს რკალების განმეორებით იმპლანტაცია ან რქოვანას გადანერგვის ოპერაცია. 

როგორ კეთდება რქოვანა გარსის ქროს–ლინქინგი (CCL)?

  • კერატოკონუსის მკურნალობის კიდევ ერთ, თანამედროვე მეთოდს მიეკუთვნება რქოვანა გარსის დასხივება ანუ ქროს–ლინქინგი (CCL), რომელიც საქართველოში პირველად კლინიკა „ახალ მზერაში“ ჩატარადა 2007 წელს. 

რქოვანა გარსის ქროს–ლინქინგი წარმოადგენს უმტკივნეულო პროცედურას, რომლის ხანგრძლივობა 1 საათია. ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე ქირურგი  აშორებს რქოვანა გარსის ზედაპირულ შრეს (ეპითელური უჯრედების შრე), რის შემდეგაც ტარდება რქოვანას (სისქე > 400 μ) რიბოფლავინით (ვიტამინი B2) გაჟღენთვა 30 წუთის განმავლობაში და შემდგომ ულტრაიისფერი სანათით (UVA, 365 ნმ) დასხივება ასევე 30 წუთის განმავლობაში. რიბოფლავინის მოლეკულები დასხივებისას გამოყოფენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ზემოქმედებენ რქოვანას კოლაგენურ ბოჭკოებზე და იწვევენ მათ შორის დამატებითი კავშირების წარმოქნმას. ამრიგად კოლაგენურ ბოჭკოებს შორის ბმების რაოდენობა მატულობს, რაც ხელს უწყობს რქოვანა გარსის ელასტიურობის შემცირებას და იწვევს მის მექანიკურ გამაგრებას. აღნიშნულის შედეგად ხდება დაავადების პროგრესირების შენელება/შეჩერება. პროცედურის შემდეგ ხდება რბილი კონტაქტური ლინზის მოთავსება რქოვანაზე (5 დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია ქუჩაში მზის სათვალის ტარება. ოპერაციიდან რამდენიმე საათის განმოვლობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ცრემლდენას და უციამოვნო შეგრძნებას (რომლის კუპირება ადვილად შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით). გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხედველობა დაბინდულია (10–12 დღე). ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში

რქოვანას დასხივების მიზანს არ წარმოადგენს მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესება ან არსებული რეფრაქციული ანომალიის კორექცია.

შესაძლებელია თუ არა რქოვანა გარსის ქროს–ლინქინგის (CCL) გაკეთება ერთდროულად ორივე თვალზე?

რქოვანა გარსის ქროს–ლინქინგი ტარდება ჯერ ერთ, შემდეგ კი (1–2 თვეში) მეორე თვალზე.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს რქოვანა გარსის ქროს–ლინქინგს (CCL)?

რქოვანა გარსის ქროს–ლინქინგს შესაძლოა თან დაერთოს შემდეგი გართულებები: რქოვანას ბაქტერიული და/ან ვირუსული ანთებითი პროცესები, შეშუპება და/ან შემღვრევა, ეპითელიზაციის გახანგრძლივება.ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები ვითარდება ძალიან იშვიათად.

როგორ კეთდება კერატოპლასტიკა?

კერატოკონუსის შორსწასულ სტადიაში (IV-V სტადია) მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს რქოვანა გარსის გადანერგვა ანუ კერატოპლასტიკა. კერატოპლასტიკის მიზანია დაზიანებული რქოვანა გარსის შეცვლა დონორის ჯანსაღი რქოვანით მაშინ, როდესაც რქოვანა მნიშვნელოვნად თხელია (სისქე < 400 μ) და არსებობს რქოვანას პერფორაციის საშიშროება, მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენება კი შეუძლებელი ან სავარაუდოდ არაეფექტურია.

ოპერაცია როგორც წესი, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა დამატებით გამოყენებული იყოს მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები ან ზოგადი გაუტკივარება. ქირურგის მიერ ხდება დაზიანებული რქოვანა გარსის მოკვეთა და მის ადგილას  ახალი, გამჭვირვალე დონორის რქოვანას მიკერება. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 40–50 წუთია, რის შემდეგაც  პაციენტი ეწერება კლინიკიდან.

რქოვანა გარსს არ გააჩნია სისხლძარღვები, ამიტომ ბიოთავსებადობა სხვა სახის  ტრანსპლანტატებთან შედარებით უფრო მაღალი აქვს. გადანერგვამდე დონორის რქოვანა ექვემდებერაბე სპეციალურ გამოკვლევევებს.

  • ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი 4–6 კვირა. მხედველობის სტაბილიზირება კი ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის (მინიმუმ 6–10 თვე). ნაკერების მოხსნა შესაძლებელია ოპერაციიდან დაახლოებით 10–12 თვის განმავლობაში.

შესაძლებელია თუ არა კერატოპლასიკის გაკეთება ერთდროულად ორივე თვალზე?

რქოვანას გადანერგვა ტარდება ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე თვალზე დაახლოებით 1 წლის შემდეგ.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს კერატოპლასტიკას?

კერატოპლასტიკას შეიძლება თან დაერთოს შემდეგი გართულებები: რეციპიენტის ორგანიზმთან დონორის რქოვანას შეუთავსებლობა, რქოვანას ბაქტერიული და/ან ვირუსული ანთებითი პროცესები, ჭრილობის გახსნა, გუგის ფორმის შეცვლა, თვალშიგა წნევის მომატება, კერატოკონუსის რეციდივები, ერთეულ შემთხვევებში ზოგიერთმა გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა და/ან თვალის სუბატროფია.

გადანერგილი რქოვანას შეუთავსებლობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რქოვანას განმეორებითი გადანერგვა.

როგორც წესი, კერატოკონუსი იწვევს მხედველობის მნიშვნელოვან გაუარესებას და არა მხედველობის სრულ დაკარგვას. ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოვლენა საწყის სტადიაზე, სათანადო მკურნალობის ჩატარება და სისტემატური კონტროლი (6 თვეში ერთხელ).

გისურვებთ წარმატებას მკურნალობაში!