ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა
 
დამატებითი გამოკვლევები
 


რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია

     რქოვანას ტოპოგრაფია არის თვალის გამოკვლევის სპეციალური მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ არამარტო რქოვანაზე, არამედ შევაფასოდ თვალის წინა მონაკვეთის სხვადასხვა ბიოფიზიკური პარამეტრი (რქოვანას წინა და უკანა ზედაპირების სიმრუდე, რქოვანას სისქე, რქოვანას ზედაპირების ამოზნექილობა, წინა საკნის სიღრმე, რქოვანას დიამეტრი და სხვა). გამოსახულება მიიღება პირობითი ფერადი რუკების სახით, ასევე ფასდება რიცხობრივი მაჩვენებლებითაც.

  რქოვანას ტოპოგრაფით მიღებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ზუსტად დაიგეგმოს რეფრაქციული ოპერაციები (ლაზერული კორექცია, ფაკიური ლინზის და/ან რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია), შეფასდეს თვალის ოპტიკური არეების უმნიშვნელო ცვლილებები, მაგალითად კერატოკონუსის, რქოვანას ნაწიბურების, დისტროფიის და შეშუპების დროს. ინფორმაციის შენახვა აპარატის მონაცემთა ბაზაში იძლევა დინამიური დაკვირვების საშუალებას. რქოვანას ტოპოგრაფები შეუცვლელია კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკისათვის.

 

 

  აბერომეტრია წარმოადგენს ტექნოლოგიურად ყველაზე თანამედროვე მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა დეტალურად განისაზღვროს თვალის ოპტიკური სისტემის ყველა “უზუსტობა”, რაც იწვევს სინათლის არათანაბარ გაფანტვას და აქვეითებს მხედველობის ხარისხს.

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აბერომეტრია, რომელიც ეფუძნება ტალღოვანი ფრონტის ტექნოლოგიას, პირველად შემუშავდა და გამოყენებულ იქნა გასული საუკუნის 80-იან წლებში კოსმოსური ობიექტების სრულფასოვანი გამოსახულებების მისაღებად. სადღეისოდ ამ ტექნოლოგიამ გამოყენება ჰპოვა ოფთალმოლოგიაში თვალის რეფრაქციული გამოსახულებების მისაღებად. იგი გამოიყენება მხედველობის ლაზერული კორექციის დროს ოპერაციისწინა დიაგნოსტიკის, დაგეგმვისა და პროცედურის სრულყოფილად ჩატარების მიზნით.

 

 

 

 

 

 

 

 

ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია