კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის ასტიგმატიზმი?

ასტიგმატიზმი რეფრაქციის ისეთი სახეა, როდესაც თვალში აღინიშნება ორი სხვადასხვა სახის რეფრაქციის ან ერთი სახის რეფრაქციის სხვადასხვა ხარისხით არსებობა. ასტიგმატიზმის დროს რქოვანას ზედაპირს სფერული ფორმა არ აქვს და გარდატეხილი სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში არ იკრიბება. მხედველობა დაბალია, როგორც ახლო ისე შორ მანძილზე.

რა იწვევს ასტიგმატიზმს?

ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

ასტიგმატიზმის ძირითადი მიზეზია რქოვანას ზედაპირის თანდაყოლილი „უსწორობა“ ანუ სფერულობის დარღვევა, რომელიც ცხოვრების მანძილზე არ იცვლება. იმ შემთხვევაში თუ ასტიგმატიზმი მატულობს, ეჭვი უნდა მივიტანოთ რქოვანა გარსის დაავადებაზე - კერატოკონუსზე.

სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი თითქმის ყველა თვალში აღინიშნება, რადგან თვალი არ წარმოადგენს სრულყოფილ ოპტიკურ აპარატს, ამდენად იგი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჩაითვალოს თუ გავლენას არ ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. ასტიგმატიზმი მხოლოდ მაშინ არის პათოლოგიური, როდესაც თვალის ოპტიკური არეების სინათლის გარდატეხა იმდენად არასრულყოფილია, რომ სხივები ბადურაზე ნაცვლად ერთისა, რამდენიმე წერტილში იკრიბება და საგნის გამოსახულება ბუნდოვანია.

შეძენილი ასტიგმატიზმის მიზეზებია რქოვანას ზედაპირის სფერულობის დარღვევა შემღვრევის, ნაწიბურის, კერატოკონუსის, კერატოგლობუსის, ტრავმის და ოპერაციის შედეგად.

რა სიმპტომები აქვს ასტიგმატიზმს?

ასტიგმატური თვალის მხედველობა ისე მახვილი და მკაფიო არ არის, როგორც ნორმალური თვალისა. მხედველობის სიმახვილე მით უფრო დაქვეითებულია, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ასტიგმატიზმი. ახალგაზრდა ასაკში სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს თვალშიგა, აკომოდაციის კუნთი მუშაობის ხარჯზე. საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი გამოხატულია აკომოდაციური ასთენოპიის მოვლენები: თვალების დაღლა, წვა, ტკივილი, თვალებზე ზეწოლის შეგრძნება და თავის ტკივილი.

როგორ ხდება ასტიგმატიზმის დიაგნოსტირება?

ასტიგმატიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარებით.

როგორ ხდება ასტიგმატიზმის კორექცია?

კლინიკა „ახალ მზერას“ გააჩნია რეფრაქციული მანკების (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი) თანამედროვე მეთოდებით  კორექციის დიდი (12 წლიანი) გამოცდილება.

ასტიგმატიზმის კორექცია შესაძლებელია:

  • სათვალით
  • კონტაქტური ლინზებით
  • ლაზერით (მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია ლასიკის მეთოდით LASIK)
  • ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია
  • BIOPTIC–ის მეთოდით (რაც გულისხმობს ლაზერული კორექციისა და ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციის კომბინაციას)