კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის ჰიპერმეტროპია?

ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როდესაც თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალა ნორმაზე სუსტია ან თვალის კაკალია მოკლე (< 23-24 მმ-ზე), რის გამოც გარდატეხილი სხივები იკრიბება ბადურის უკან. ზემოთაღნიშნულის გამო ჰიპერმეტროპიული თვალისთვის შორს და ახლოს მდებარე საგნების მკაფიოდ დანახვა შესაძლებელია თვალშიგა აკომოდაციური კუნთის გაძლიერებული მუშაობის ხარჯზე.

ახალგაზრდა ასაკში აკომოდაციის კუნთი თითქმის არ დუნდება, ამიტომ შორსმხედველთა უმეტესობა შორსაც და ახლოსაც კარგად ხედავს.

ასაკის მატებასთან ერთან ეს კუნთი სუსტება, 30-35 წლის ასაკში მხედველობა ქვეითდება და ჩნდება სათვალის ტარების საჭიროება.

არჩევენ სუსტ, საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიას.

რა იწვევს ჰიპერმეტროპიას?

შორსმხედველობა ჩვეულებრივ თანდაყოლილია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უხშირესად ახალგაზრდა ასაკში არ ვლინდება. შემთხვევათა უმეტესობაში, ბავშვის ნორმალური ზრდის პროცესში (7-8 წლის ასაკამდე) თვალის კაკალის სიგრძე ნორმამდე მატულობს და  შორსმხედველობა გაივლის ან მცირდება.

რა სიმპტომები აქვს ჰიპერმეტროპიას?

შორსმხედველობას ხშირად თან სდევს შიგნითა სიელმე და ამბლიოპია ანუ „ზარმაცი თვალი“. ახლო მანძილზე მუშაობისას, მაგალითად კითხვის დროს იწყება თვალების ტკივილი, თვალებზე ზეწოლის და წვის შეგრძნება, ასევე თავის ტკივილი და ზოგჯერ გულისრევა, ასოები ერთმანეთში ირევა და ბუნდოვნად ჩანს, რის გამოც ადამიანი იძულებულია  შეწყვიტოს მუშაობა და დაასვენოს აკომოდაციის კუნთი.

როგორ ხდება ჰიპერმეტროპიის დიაგნოსტირება?

ჰიპერმეტროპიის დიაგნოსტირება შესაძლებელია ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევით.

რა გართულებები აქვს ჰიპერმეტროპიას?

ჰიპერმეტროპიული თვალი მიდრეკილია გლაუკომის მწვავე შეტევის განვითარებისადმი, ვიწრო წინა საკნის არსებობის გამო.

როგორ ხდება ჰიპერმეტროპიის კორექცია?

კლინიკა „ახალ მზერას“ გააჩნია რეფრაქციული ანომალიების თანამედროვე მეთოდებით  კორექციის დიდი გამოცდილება.

ჰიპერმეტროპიის კორექცია შესაძლებელია:

  • სათვალით
  • კონტაქტური ლინზებით
  • ლაზერით (მხდეველობის ექსიმერლაზერული კორექცია ლასიკის მეთოდით LASIK)
  • ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციით
  • BIOPTIC–ის მეთოდით (რაც გულისხმობს ლაზერული კორექციის და ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციის კომბინაციას)