კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის მშრალი თვალის სინდრომი?

მშრალი თვალის სინდრომი წარმოადგენს დატენიანების ნაკლებობით გამოწვეულ თვალის ზედაპირის ქრონიკულ გაღიზიანებას, რაც ხშირად ცრემლის აპკის დარღვევით არის განპირობებული.

დღეს, ტექნიკური პროგრესის ეპოქაში, თვალების დაღლა და სიმშრალე თითქმის ყველა ადამიანის პრობლემაა. მშრალი თვალის სინდრომი ძალზე გავრცელებული პათოლოგიაა. იგი განსაკუთრებით ხშირია ქალებში და ოფისებში მომუშავე პერსონალში.

რა იწვევს მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას?

მშრალი თვალის სინდრომის განვითარება ხდება ორი მექნიზმით:

  • ცრემლის ნაკლები რაოდენობით გამომუშავება
  • ცრემლის სწრაფი აორთქლება
  • ცრემლის აპკის ბიოქიმიური ცვლილებები

მშრალი თვალის სინდრომის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, ჰორმონულ ფონზე, მედიკამენტებზე (ორალური კონტრაცეპტივები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, β–ბლოკატორების, ანტიდეპრესანტები ხანგრძლივი გამოყენება), თვალის გადატანილ ინფექციურ დაავადებებზე, აუტოიმუნური დაავადების არსებობაზე (რევმატოიდული ართრიტი, ოგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა), ქუთუთოს კიდის ქრონიკულ ანთებაზე (ბლეფარიტი), კოლოგიის პრობლემებზე, ყოველდღიური ცხოვრების თანამედროვე ატრიბუტებზეკომპიუტერებზე, მონიტორებზე, კონდენცირების სისტემებზე. თვალის სიმშრალის მიზეზთა შორის უმთავრესი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა. მხედველობის დაძაბვა (კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა), რაც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, თვალის იშვიათი ხამხამის მიზეზია და ცრემლის სწრაფად აორთქლებას იწვევს, შესაბამისად, ირღვევ ლორწოვანის ნორმალური დატენიანების პროცეს. ამას ერთვის ოფისების კონდიცირებული ჰაერი, რომელიც თავის მხრივცრემლის აორთქლებას აჩქარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია სიგარეტის კვამლი, კონტაქტური ლინზები და უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები. მშრალი თვალის სინდრომი შესაძლოა განპირობებული იყოს ცრემლის აპკის ნებისმიერი კომპონენტის დეფიციტით, მათი სტაბილურობის დაქვეითებით ან ორივეთი ერთად.

რა სიმპტომები აქვს მშრალი თვალის სინდრომს?

მშრალი თვალისათვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია

  • სიწითლე
  • ტკივილი
  • თვალების წვის, ჩხვლეტის, სიმძიმის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება
  • მხედველობის დაბინდვა
  • მცირე წებოვანი გამონადენი
  • რეფლექსური ცრემლდენა
  • სინათლის შიში

 

დისკომფორტი კიდევ უფრო ძლიერდება ქარიან ამინდში, კონდენცირებულ ოთახსა და კვამლიან გარემოში. ვინაიდან თვალის გამოშრობას ცრემლის დეფიციტის ხარისხი განაპირობებს, კომპენსაციისთვის მისმა რაოდენობამ პერიოდულად შესაძლოა მოიმატოს კიდეც, ამიტომ პაციენტები ხშირად ცრემლდენას უჩივიან. 

როგორ ხდება მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტირება?

მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტირება შესაძლებელია ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარების დროს:

  • შირმერის ტესტით
  • ცრემლის  აპკის დარღვევის დროს განსაზღვრით

როგორ ვუმკურნალოთ მშრალი თვალის სინდრომს?

მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ. ეს პრეპარატები სხვადასხვა სიბლანტისაა და თვალს გარკვეული დროის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. მათი გამოყენება ადამიანს ხანგრძლივად უხდება.

თუ სიმშრალე გამოხატულია, თვალიდან ცრემლის გადინების შესამცირებლად საცრემლე წერტილებში სპეციალურ საცობებს ათავსებენ. ლაკრიმალური საცობების იმპლანტაცია სრულიად უმტკივნეულო, უსაფრთხო და კოსმეტიკურად შეუმჩნეველია.