კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის კერატოკონუსი?

კერატოკონუსი არის რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული და არაანთებადი დაავადებაროგორც წესი, ნელა პროგრესირებს, თუმცა შესაძლებელია დაავადების სწრაფი პროგრესირებაც. რქოვანა გარსი თხელდება, წინ გამოიზნიქება და მისი სფერული ფორმა კონუსისებურით იცვლება. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.

რა არის რქოვანა გარსი?

რქოვანა, ფერადი გარსის წინ მდებარე გამჭვირვალე, უსისხლძარღვო გარსია, რომელიც განლაგებულია მრავლობითი ნერვული დაბოლოებები. იგი თვალის ოპტიკური სისტემის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მისი გარდატეხის ძალა 40.0 დიოპტრიის ტოლია. რქოვანა 5 შრისგან შედგება და მისი სისქე ცენტრში 600 ̵ 650 μ–ია

ფერმენტული დისბალანსის გამო რქოვანა გარსის შემადგენელი კოლაგენური ბოჭკოები კარგავენ სიმკვრივესა და დგრადობას, რის გამოც თვალის ეს ნაწილი გაცილებით მგრძნობიარე ხდება თავისუფალ რადიკალთა მოქმედების მიმართ, რის გამოც თვალშიგა წნევის ზემოქმედების შედეგად რქოვანა იცვლის თავის ფორმას. შორსწასულ შემთხვევებში რქოვანა გარსზე ჩნდება ნაწიბურები, რაც თავის მხრივ იწვევს რქოვანას შემღვრევას და ზოგ შემთხვევაში მის გახვრეტასაც კი.

 

რა იწვევს კერატოკონუსს?

სადღეისოდ კერატოკონუსის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

  • კერატოკონუსით უფრო ხშირად ავადდებიან სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატის ქვეყნების ახალგაზრდა ასაკის (15–30 წლის) მაცხოვრებლები.

კერატოკონუსის გამომწვევ რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი და ხანგრძლივი ზემოქმედება
  • როგორც თვალის ისე მთელი ორგანიზმის ზოგადი ალერგიული პროცესები
  • მშრალი თვალის სინდრომი და მისგან გამოწვეული თვალების ხშირი სრესვა
  • არასწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები

რა სიმპტომები აქვს კერატოკონუსს?

კერატოკონუსის განვითარება შესაძლებელია, როგორც ერთ ისე ორივე თვალზე, ვლინდება ახალგაზრდა ასაკში (15–25 ელი) და პროგრესირებს 40 წლამდე. სათვალეებით და რბილი კონტაქტური ლინზებით მხედველობის სრული კორექცია როგორც წესი, არ ხერხდება.

კერატოკონუსს ახასიათებს:

  • მხედველობის სიმახვილის თანდათანობითი და ზოგჯერ შედარებით სწრაფი დაქვეითება
  • სინათლის შიში (ფოტოფობია)
  • თვალის წინ მბზინავი არეების გაჩენა
  • დაავადების საწყის სტადიაზე ასტიგმატიზმის და/ან ახლომხედველობის უეცრად განვითარება
  • საგნების დამახინჯებულად აღქმა

როგორ ხდება კერატოკონუსის დიაგნოსტირება?

კერატოკონუსის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ზოგადი და დამატებითი (რქოვანა გარსის ტოპოგრაფია) ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.

როგორ ვუმკურნალოთ კერატოკონუსს?

კლინიკაახალ მზერასგააჩნია კერატოკონუსის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის ხანგრძლივი გამოცდილება (2003 წლიდან).

კერატოკონუსუსის საწყის სტადიაზე, დაავადების პროგრესირების შენელების/შეჩერების მეთოდებს მიეკუთვნება:

  • რქოვანა გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება, ე.წ. ქროს–ლინქინგი (CCL)
  • რქოვანა გარსის ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია (ISCRS)

ზოგ შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ხდება ზემოთ აღნიშნული მეთოდების კომბინაცია. პირველ ეტაპზე ტარდება ISCRS იმპლანტაცია, შემდეგ კი რქოვანას დასხივება CCL.

დაავადების ბოლო, IV სტადიაში, როცა რქოვანა მნიშვნელოვნად გათხელებულია (< 400 μ) და არსებობს მისი პერფორაციის საშიშროება, მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს რქოვანა გარსის გადანერგვა, ანუ კერატოპლასტიკა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კერატოკონუსდროულ დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მყარი კონტაქტური ლინზები არ მიეკუთვნება მკურნალობის და დაავადების პროგრესირების შეფერხების მეთოდს. მათი საშუალებით, კერატოკონუსის დროს, შესაძლებელია მხოლოდ მხედველობის კორექცია.