კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის კატარაქტა?

კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი, გამჭვირვალე, ოპტიკური ლინზის, ანუ ბროლის შემღვრევა. კატარაქტა იწვევს სხვადასხვა ხარისხის მხედველიბის სიმახვილის მნშვნელოვან დაქვეითებას, როგორც ერთ ისე ორივე თვალზე.

რა არის ბროლი?

ბროლი წარმოადგენს თვალში არსებულ გამჭვირვალე, ორმხრივ ამოზნექილ, ბუნებრივ, ოპტიკურ ლინზას. მისი ფუნქციაა გაატაროს და გარდატეხოს სინათლის სხივი ბადურა გარსზე საგნების მკაფიო გამოსახულების მისაღებად. ბროლის ელასტიურობის გამო ადამიანს ახალგაზრა ასაკში (40 წლამდე) აქვს უნარი დაინახოს საგნები მკაფიოდ, სათვალის გარეშე სხვადასხვა მანძილზე.

რა იწვევს კატარაქტას?

კატარაქტა შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

თანდაყოლილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს დედის ორსულობის პერიოდში გადატანილი: 

  • ინფექციური დაავადებები
  • სამშობიარო ტრავმა
  • სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი მიღება
  • ნარკოტიკული ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება.

შეძენილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ასაკი (50 წლის შემდეგ)
  • ტრავმა
  • ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი და სხვ.)
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • თვალის  დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვ.)
  • სტეროიდების ხანგრძლივი მიღება
  • ტოქსიური ნივთიერებების, ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივების ზემოქმედება

თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს.

რა სიმპტომები აქვს კატარაქტას?

დაავადების პროგრესირებას ახასიათებს მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება. 

კატარაქტის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • მხედველობის დაბინდვა, გაორება, ღამით გაუარესება
  • ფერების აღქმის ცვლილება
  • სათვალეების ხშირად შეცვლის აუცილებლობა
  • ზოგ შემთხვევაში ჩნდება ე.წ. ცრუ, დროებითი ახლომხედველობა (ხანდაზმული ადამიანი, რომელიც შორს კარგად ხედავდა და კითხვა უჭირდა, კატარაქტის განვითარების ამ ეტაპზე ახლოს კითხულობს სათვალის გარეშე, შორს კი ხედავს ცუდად).

 

ნორმალური მხედველობა

 გამჭვირვალე ბროლი სრულად ატარებს სინათლის  სხივებს, რომლებიც ფოკუსირდებიან ბადურა  გარსზე, შესაბამისად მიღებული გამოსახულება  მკაფიოა.

 

მხედველობა კატარაქტის დროს

 შემღვრეული ბროლი ნაწილობრივ ატარებს  სინათლის სხივებს ბადურა გარსამდე,  შესაბამისად  მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია.

 

შესაძლებელია თუ არა კატარაქტის პროგრესირების პროფილატიკა?

კატარაქტის პროგრესირების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია: 

  • ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი მზის სათვალეების გამოყენება
  • ბოსტნეულის, ხილის და სხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღება
  • ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ 50 წლის ასაკიდან, ხოლო შაქრიანი დიაბეტის და კატარაქტის განვითარების მაღალი რისკის სხვა დაავადებების არსებობისას ყოველწლიურად

როგორ ხდება კატარაქტის დიაგნოსტირება?

კატარაქტის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარება.

როგორ ვუმკურნალოთ კატარაქტას?

კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ საშუალებას ქირურგიული ოპერაცია წარმოადგენს. 

კატარაქტის სამკურნალოდ თვალის წვეთების გამოყენება ან რაიმე პრეპარატების მიღება (აბების და კაფსულების სახით) მიზანშეწონილი არ არის.

 

თვალის კლინიკა "ახალი მზერის" კატარაქტით დაავადებული პაციენტები 

 

 ფაკოემულსიფიკაციის შედეგად იმპლანტირებული სხვადასხვა ტიპის ინტრაოკულური Premium ლინზები